დერეკ მაკინსი: “ჩიხურას” ორგანიზებული და კარგად გაწვრთნილი გუნდი ჰყავს”
25 ივლისს, თბილისის დროით 20:45 საათზე სტარტს აიღებს ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი საჩხერის “ჩიხურასა” და შოტლანდიურ “აბერდინს” შორის. მატჩამდე ერთი დღით ადრე “აბერდინის” მთავარმა მწვრთნელმა, დერეკ მაკინსმა, “დინამო არენაზე” პრესკონფერენცია გამართა.
“ნებისმიერ თამაშში ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა, თუმცა ამავდროულად ვაანალიზებთ, რომ ხვალ საკმაოდ ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ მოგვიწევს ძალების გამოცდა. თამაშის განვითარებასთან ერთად, შესაძლოა, ფრეც მისაღები შედეგი გახდეს ჩვენი გუნდსითვის.
ვფიქრობ, “ჩიხურა” საკმაოდ ორგანიზებული და ძალიან კარგად გაწვრთნილი გუნდია. არის დადებითი და უარყოფითი მხარეები, მათ ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ. საერთო ჯამში ჩვენ მეტოქეს განვიხილავთ როგორც კონკურენტუნარიან გუნდს.
რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ხვალინდელ მატჩში კლიმატური მდგომარეობა ჩვენთვის უჩვეულო იქნება. ხშირად არ გვიწევს ასეთი მაღალი ტემპერატურის ფონზე თამაში. მაგრამ ჩვენი გუნდი მზად არის ნებისმიერ პრობლემას გაუმკლავდეს,” – ვციტირებთ დერეკ მაკინსს.
შეგახსენებთ, რომ პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “ჩიხურამ” ორმატჩიან დუელში ლუქსემბურგული “ფოლას” დამარცხება შეძლო (4:2). ასეთივე ანგარიშით დაამარცხა “აბერდინმა” ფინური “როვანიემი”. ამ წყვილის გამარჯვებულს მომდევნო ეტაპზე ხორვატული “რიეკა” დაუპირისპირდება.