დეშამი ანრისთვის გამოსათხოვარი მატჩის ჩატარების წინააღმდეგი არ არის
საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი ზინედინ ზიდანის ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ეროვნულმა გუნდმა ტიერი ანრის გამოსათხოვარი მატჩი უნდა მოუწყოს.
ზიზუს აზრით, ანრის გამოსამშვიდობებლად იდეალური ვარიანტი იქნებოდა ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ მომავალ წელს გასამართი ამხანაგური შეხვედრა.
“ანრი მართლაც იმსახურებს ნაკრების მხრიდან განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, თუმცა ახლა მეტის თქმა არ შემიძლია, რადგან აღნიშნული საკითხი ფედერაციასთან ერთად უნდა გადაწყდეს.
კი ბატონო, ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ გასამართი მატჩი ამხანაგური იქნება, თუმცა ეს შეხვედრა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში ჩატარდება და ძალიან კარგი იქნება ისეთი ფეხბურთელის გასაცილებლად, როგორიც ანრია”, – განაცხადა დეშამმა RTL-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.