დეულოფეუმ “უოტფორდში” გადასვლის მთავარ მიზეზებზე ისაუბრა
ინგლისური “უოტფორდის” ახალწვეულმა, ჟერარ დეულოფეუმ პრესასთან საუბრისას “ბარსელონას” დატოვების მთავარ მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახლა მისთვის მთავარი სათამაშო დროა.
“როდესაც “ბარსელონაში” ვბრუნდებოდი, ვიცოდი, რა სიტუაციაც დამხვდებოდა. იქ ნეიმარი, მესი და სუარესი თამაშობდნენ. ნეიმარის წასვლის შემდეგ კი დემბელე და კოუტინიო გამოჩნდა. ასეთი დონის გუნდში წარმატების მისაღწევად ძალიან დიდი შრომა და გამართლებაა საჭირო.
“ბარსელონაში” თამაშის გამოცდილება საკმაოდ დიდი მაქვს, თუმცა ბოლო თვეებში არც თუ ისე დიდ დროს მითმობდნენ და თვითრწმენაც დავკარგე. გამოსავალი კი სწორედ წასვლაში ვნახე.
მინდა ყოველი წუთი მოედანზე გავატარო, ჩემი მთავარი მიზან სწორედ ეს არის. “უოტფორდში” იმისთვის მოვედი, რომ სულ ვითამაშო და განვვითარდე, სრულყოფილ ფეხბურთელად ჩამოვყალიბდე,” – აცხადებს დეულოფეუ.