WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (236890) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

დევდარიანი და 19-წლამდელები იტალიისთვის ირაზმებიან

თარიღი: თებერვალი 19, 2015

21 თებერვალს, საწვრთნელ შეკრებას იწყებს საქართველოს 19-წლამდე ნაკრები. ნაკრების თავკაცი – გიორგი დევდარიანი გუნდს სასტუმრო „ბომონდ გარდენში“ შეკრებს.

22 თებერვალს, გუნდს მხოლოდ აღდგენითი ვარჯიში იქნება. 23 თებერვლის დილას კი, ნაკრები იტალიაში გაემგზავრება და რომთან ახლომდებარე ქალაქ გენზანოში დაბინავდება. იქვე იქნება შეკრება და საწვრთნელი პროცესი.

25 თებერვალს, ადგილობრივი დროით 14:30 წუთზე, საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში, იტალიის 19-წლამდე ნაკრები ქართველ თანატოლებს უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ ამხანაგური მატჩის ფორმატში, იტალიის ნაკრებს პირველად ვხვდებით.

გიორგი დევდარიანმა ამ მატჩისთვის შეკრებაზე 18 ფეხბურთელი გამოიძახა.

მეკარეები: ოთო გოშაძე („ქასიმფაშა“, თურქეთი), ბექა ქურდაძე („საბურთალო“)

მცველები: ზურაბ მალანია („შუქურა“, ქობულეთი), ჯიმი ტაბიძე, გაგი მარგველაშვილი, გრიგოლ ჩაბრაძე (ყველა „საბურთალო“), გიორგი თევზაძე („სამტრედია“), გიორგი დუმბაძე („ლოკომოტივი“, თბილისი), აკაკი შულაია („მერანი“, მარტვილი)

ნახევარმცველები: გიორგი კილასონია („მეტალურგი“, რუსთავი), გიორგი ხარაიშვილი („საბურთალო“), დემურ ჩიხლაძე („ლოკომოტივი“, თბილისი), ცოტნე მესხი („შუქურა“, ქობულეთი), გიორგი ბერიძე („ზესტაფონი“), ლუკა ზარანდია („გენკი“, ბელგია)

თავდამსხმელები: რომან ჭანტურია („ემპოლი“, იტალია), ილია კერძევაძე (სამტრედია)

რაც შეეხებათ ნაკრების ლეგიონერებს – რომან ჭანტურიასა და ლუკა ზარანდიას, ისინი გუნდს იტალიაში შეუერთდებიან.

სფფ-ის პრესსამსახური



მსგავსი სიახლეები