დევიდ ბექჰემი: “ინგლისის ნაკრების მწვრთნელობაზე ვოცნებობ”
“მანჩესტერ იუნაიტედისა” და მადრიდის “რეალის” ყოფილმა მწვრთნელმა, დევიდ ბექჰემმა, აღიარა, რომ ინგლისის ნაკრების მთავარ მწვრთნელობაზე ოცნებობს. შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ეს პოსტი გარეთ საუთგეიტს აქვს დაკავებული.
“ვფიქრობ, ასოციაციის ხალხი ჩემ ვარიანტს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე იმის გამო განიხილავდა, რომ წარმატებული საფეხბურთო კარიერა მქონდა, როგორც გუნდის კაპიტანს.
ვინმემ რომ მკითხოს მინდა თუ არა ნაკრების მთავარი მწვრთნელობა, რა თქმა უნდა, სერიოზულად განვიხილავდი ამას. მე ნამდვილი ინგლისელი მაქვს და მიყვარს ინგლისური ფეხბურთი. მაგრამ ვიქნები კი წარმატებული? ვინ იცის?
ინგლისის ნაკრების მწვრთნელობაზე ვოცნებობ, თუმცა გარეთ საუთგეიტი წარმოუდგენელ საქმეს აკეთებს ამ დროისთვის გუნდისთვის. მან გუნდს ენერგიულობა და სიამოვნების გრძნობა დაუბრუნა, რაც როგორც ყველა ფანს, მეც მახარებს,” – აცხადებს ბექჰემი.