დევიდ ბექჰემი: “მანჩესტერ იუნაიტედში” ცვლილებებია საჭირო”
“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველმა დევიდ ბექჰემმა მიმდინარე სეზონში გუნდის შედეგი შეაფასა.
“ვთვლი, რომ ცვლილებები აუცილებელია და ეს ცვლილებები უკვე დაწყებულია. სეზონი მძიმედ სრულდება, მაგრამ ფანებს, ალბათ, უხარიათ გათამაშების დასრულება.
ეს სეზონი სავსე იყო აღმასვლითა და დაღმასვლით, ფეხბურთელებმა და მწვრთნელმა მაქსიმუმი გაიღეს. ხალხი მაინც დადის სტადიონზე. იქ რამდენიმე თვის წინ ვიყავი და არენა სავსე იყო.
ფანებს სჯერათ, ისინი გუნდს მხარს უჭერენ და რაც არ უნდა მოხდეს, მაინც მივლენ სტადიონზე, ვინაიდან ისინი “მანჩესტერ იუნაიტედის” ქომაგები არიან. მათ ბოლო წლებში ბევრის გადატანა მოუწიათ, მაგრამ მაინც ავსებენ სტადიონს”, – ბექჰემის სიტყვებს “მანჩესტერ ივნინგ ნიუსი” აქვეყნებს.
შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერ იუნაიტედმა” ინგლისის პრემიერლიგის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების შანსი დაკარგა.