დევიდ მოიესი: “იმედგაცრუებული ვარ”
“სანდერლენდის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, დევიდ მოიესმა “ეტიჰად სტედიუმზე” განცდილი დასანანი მარცხის შემდეგ, პრესასთან ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ “შავმა კატებმა” “სიტისთან” დაპირისპირება მატჩის 87-ე წუთზე დათმეს, როდესაც მაკნეირმა საკუთარ კარში გაიტანა გოლი.
” თამაშის ჩაკეტვას ვცდილობდით. გარკვეული პერიოდების მანძილზე, ამსა წარმატებით ვაკეთებდით კიდეც. უბრალოდ, იმედგაცრუებული ვარ. დასანანია, რომ ხესუს ნავასს შეტევისა და ბურთს კარის ბადეში შესვლის უფლება მივეცით.
ჩემს ფეხბურთელებს ვერ გავაკრიტიკებ, რამეთუ მათ თავიანთი საქმე გააკეთეს. უბრალოდ იმედგაცრუებული ვარ, შინ ქულის წამოღება რომ ვერ მოვახერხეთ.
ჯერ მზად არ ვართ. დრო დაგვჭირდება შეთამაშებისათვის, რაც ფეხბურთელებსაც ვამცნე. ვაპირებთ კარგი გუნდი ავაშენოთ, რაც გასული სეზონის ბოლო პერიოდში მყოფ “სანდერლენდზე” დაყრდნობით უნდა გავაკეთოთ.”