დევიდ მოიესი: “ჩვენი მიზანი პირველობაა”
“მანჩესტერის” მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა განაცხადა, რომ მიუხედავად “არსენალთან” 14 ქულიანი ჩამორჩენისა, მისმა გუნდმა სწორედ ტიტულისთვის უნდა გააგრძელოს ბრძოლა. არსანიშნავია, რომ პირველ რვა ადგილზე მყოფ გუნდებთან გამართულ 9 შეხვედრაში “მანჩესტერმა” მხოლოდ 5 ქულის მოპოვება შესძლო.
“მანჩესტერი არ უნდა დანებდეს. ჩვენ ტიტულისთვის უნდა ვიბრძოლოთ. მიზანი პირველობაა და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ” – განაცხადა მოიესმა.