დღეს ევროჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრაა
დღეს, 23 თებერვალს, ნიცაში 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართება. ექვს კალათაში 53 ნაკრებია გადანაწილებული, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. ღონისძიებას, ტრადიციულად, უეფას გენერალური მდივანი ჯანი ინფანტინო გაუძღვება, რომელსაც წილისყრის პროცესში მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდარული მოთამაშეები გაუწევენ დახმარებას: რუდ გულიტი, ბიქსენტ ლიზარაზუ და 13 ლეგენდარული მეკარე: ვიტორ ბაია, ფაბიენ ბარტეზი, რინატ დასაევი, ხოსე ანხელ ირიბარი, პატ ჯენიგსი, ანდრეას კიოპკე, ანტონის ნიკოპოლიდისი, ჟან-მარი პფაფი, პეტერ შმეიხელი, იან ტომაშევსკი, ჰანს ვან ბრეკელენი, ივო ვიქტორი, დინო ძოფი.
53 ნაკრები 9 ჯგუფში გადანაწილდება (A-I), პირველ რვა ჯგუფში 6 გუნდი ითამაშებს, ბოლო მეცხრე ჯგუფში კი – 5. პოლიტიკური სიტუაციის გამო, ერთ ჯგუფში ვერ მოხვდებიან სომხეთისა და აზერბაიჯანის ნაკრებები, აგრეთვე ესპანეთისა და გიბრალტარის ნაკრებები. ბუნებრივია, ფინალურ სტადიაზე ავტომატურად ხვდება ტურნირის მასპინძელი საფრანგეთის ნაკრები. აღსანიშნავია ისიც, რომ ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე 24 გუნდი ითამაშებს, თუმცა იქამდე დიდი დროა და ჯერ საკვალიფიკაციო ეტაპია გასავლელი. წილისყრას პირდაპირ ეთერში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი 15:00 საათიდან შემოგთავაზებთ.
წარმოგიდგენთ კალათების შემადგენლობას.
I კალათა
ესპანეთი | |
გერმანია | |
ჰოლანდია | |
იტალია | |
ინგლისი | |
პორტუგალია | |
საბერძნეთი | |
რუსეთი | |
ბოსნია/ჰერცეგოვინა |
უკრაინა | |
ხორვატია | |
შვედეთი | |
დანია | |
შვეიცარია | |
ბელგია | |
ჩეხეთი | |
უნგრეთი | |
ირლანდია |
სერბეთი | |
თურქეთი | |
სლოვენია | |
ისრაელი | |
ნორვეგია | |
სლოვაკეთი | |
რუმინეთი | |
ავსტრია | |
პოლონეთი |
მონტენეგრო | |
სომხეთი | |
შოტლანდია | |
ფინეთი | |
ლატვია | |
უელსი | |
ბულგარეთი | |
ესტონეთი | |
ბელორუსი |
ისლანდია | |
ჩრდილოეთ ირლანდია | |
ალბანეთი | |
ლიტვა | |
მოლდოვა | |
მაკედონია | |
აზერბაიჯანი | |
საქართველო | |
კვიპროსი |
ლუქსემბურგი | |
ყაზახეთი | |
ლიხტენშტეინი | |
ფარერის კუნძულები | |
მალტა | |
ანდორა | |
სან მარინო | |
გიბრალტარი |
ბექა დოგრაშვილი