დღეს – „იუვენტუსი“ vs „ნაპოლი“

თარიღი: ნოემბერი 10, 2013

იტალიის სერია A-ს მე-12 ტურის ცენტრალური მატჩი ტურინში გაიმართება, სადაც ადგილობრივი „იუვენტუსი“ „ნაპოლის“ მიიღებს. ეს გუნდები სატურნირო ცხრილის ერთპიროვნულ ლიდერ „რომას“ 3 ქულით ჩამორჩებიან და მეორე-მესამე პოზიციებს ინაწილებენ.

„იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე ამბობს, რომ მისთვის სეზონის ყველა დარჩენილი მატჩის თანაბრად მნიშვნელოვანია.

„ნაპოლისთან“ გასამართი მატჩი ისევე მნიშვნელობანია, როგორც შეხვედრები „ინტერის“, „მილანისა“ და „ფიორენტინას“ წინააღმდეგ. თუ „ნაპოლის“ დავამარცხებთ და შემდეგ „ლივორნოსთან“ წავაგებთ, მაშინ ამ მოგებას აზრი არ ექნება. ჩვენთვის თითოეული მატჩი ერთნაირად მნიშვნელოვანია. ბენიტესი ამბობს, რომ მისი გუნდი თავისი შესაძლებლობების მხოლოდ 75 პროცენტს უჩევენებს და ამით ჩვენს დონეზე იმყოფება, „რომას“ კი მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება. როგორც ჩანს, თუ „ნაპოლი“ 100 პროცენტით ათამაშდება, ჩემპიონატსაც მოიგებს. საქმე იმაში გახლავთ, რომ ჩემი გუნდი უკვე ავლენს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს და ამიტომ, ბენიტესის სიტყვები მაშინებს“, – განაცხადა კონტემ.

როგორც მოგეხსენებათ, ამ გუნების შარშანდელი დაპირისპირებიდან ერთი შეხვედრა „ბებერი ქალბატონის“ გამარჯვებით დასრულდა, ერთი კი – ფრედ.

„იუვენტუსის“ მცველი მარტინ კასერესი დღეს მძიმე თამაშს ელის.

„საკმაოდ რთული მატჩის მოლოდინში ვართ. ეს შარშან გამართული შეხვედრებისგან განსხვავებული მატჩი იქნება. „ნაპოლი“ თავის საუკეთესო შემადგენლობას დააყენებს და თამაშის მოგებას ეცდება. ჩვენ კი გვინდა, რომ შარშანდელი შედეგი გავიმეოროთ. ყველაფერს გავაკეთებთ მატჩის მოსაგებად“, – აღნიშნა კასერესმა.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში „იუვენტუსმა“ სკუდეტო მოიგო, ქვეყნის ვიცე-ჩემპიონის სტატუსი კი „ნაპოლის“ დარჩა.

ნეაპოლიტანური გუნდის  მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა კარგად იცის „ბიანკონერის“ ძალის შესახებ, თუმცა სტუმრები დღეს გამარჯვებას გეგმავენ.

„ვიცით „იუვენტუსის“ სიძლიერის შესახებ. კონტე ძალზედ ჭკვიანი მწვრთნელია. მას ძლიერი შემადგენლობა ჰყავს. ჩემი აზრით, სკუდეტოს მოპოვების მთავარი პრეტენდენტი სწორედ „იუვენტუსია“, ამიტომ ამ მატჩის მოსაგებად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა რაფა ბენიტესმა.

ამ გუნდთა დაპირისპირების ბოლო 16 მატჩიდან „ნაპოლიმ“ მხოლოდ ერთხელ დაამარცხა „იუვენტუსი“ ტურინში.

Fanebi.Com-ზე არსებულ გამოკითხვაში ტურინულ გუნდს საგრძნობი უპირატესობა აქვს. ამ დროისთვის პროცენტული შეფარდება ასე ნაწილდება: „იუვენტუსი“ 53% – ფრე 30% – „ნაპოლი“ 17%.

მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

სპალეტი “ნაპოლის” საძულველ გუნდში გადავა?

პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ “ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი დატოვებს. ყველაზე მეტად მის შემცვლელად ესპანეთის ნაკრების [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მილანი” მიქაუტაძეში 10 მილიონს იხდის – საქმეში პირადად პაოლო მალდინია

იტალიური ვებ-გვერდის, FootMercato-ს ინფორმაციით, “მილანი” საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “მეცის” თავდამსხმელით, ჟორჟ მიქაუტ...
წაკითხვა
ფეხბურთი

სპალეტი მახეში გაება – რა უნდა გაითვალისწინოს ხვიჩამ?

“ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ლუჩანო სპალეტის 5 შესაძლო შემცვლელს ესაუბრა. მათ შორის, ლუის ენრიკე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლაურენტისს ეშინია, რომ მთელი “ნაპოლი” დაეშლება

მიუხედავად სერია A-ს ჩემპიონობისა, “ნაპოლიში” არეულობა ნელ-ნელა იზრდება. იტალიური მედიის ინფორმაციით, “ნაპოლის” სპორტული დირექ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლაურენტისმა სპალეტის შემცვლელი შეარჩია

იტალიურ მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაციები, რომ ლუჩანო სპალეტისა და დე ლაურენტისს შორის ურთიერთობა ძალიან დაძაბულია. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პირველივე წელს – ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის კანდიდატებში!

საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” შემტევი ხვიჩა კვარაცხელია, დიდი ალბათობით, France Football-ის “ოქროს ბურთის” კანდიდატებს შო...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლაურენტისი კვარაცხელიას 100 მილიონ ევროდ აფასებს

Gazzeta, Calciomerato და სხვა ავტორიტეტული გამოცემები აქტიურად წერენ, რომ ხვიჩა კვარაცხელიათი “მანჩესტერ სიტი”, “პსჟ”, “რეალი” […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ნაპოლიში” არეულობაა – პრეზიდენტი, მწვრთნელი, სპორტული დირექტორი

“ნაპოლიმ” იტალიის ჩემპიონატი მოიგო, მაგრამ ახალი სეზონში გუნდს ვინ გაწვრთნის და როგორი ფორმით წარსდგება გულშემტკივრის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ნაპოლიმ” მისი გაშვება გადაწყვიტა

“ნაპოლი” 31 წლის პორტუგალიელი მარცხენა მცველის, მარიო რუის გაშვებას აპირებს. “ნაპოლის” ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ რუისთან...
წაკითხვა
ფეხბურთი

“იუვენტუსს” კვარაცხელიას დამატება უნდა, მაგრამ ფული არ აქვს

Areanapol-ის ინფორმაციით, ბოლო წლებში ტურინის “იუვენტუსს” კარგი გამოცდილება აქვს “ნაპოლის” ფეხბურთელების დამატებაში. “ნა...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ნაპოლის” ზაფხულში მხოლოდ ერთი ლიდერი დატოვებს და ეს ოსიმენი არაა!

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, “ნაპოლის” პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა უკვე შეძლო სპალეტისთან ახალ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნეიმარი მიდის – “პსჟ”-ს კვარაცხელია მოუნდა

“პსჟ”-ში ზაფხულში დიდი ცვლილებები იქნება და გუნდს ცნობილი ფეხბურთელები დატოვებენ. მათ შორის, ლეო მესი, მარკო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ნაპოლიმ” ოსიმენის შემცვლელი იპოვა

“ნაპოლის” პრეზიდენტი დე ლაურენტისი ვიქტორ ოსიმენის შემცვლელს აქტიურად ეძებს, რადგან დარწმუნებული არ არის, რომ ოსიმენი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სპალეტ-ბეტმენი – ასეთი ლუჩანო ოდესმე გინახავთ? (ფოტო)

იტალიური პრესის ინფორმაციით, ლუჩანო სპალეტი და დე ლაურენტისი გუშინ შეხვდნენ და კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. სპალეტიმ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სპალეტის ულტიმატუმი – კვარა აუცილებლად უნდა დარჩეს!

“ნაპოლის” სპორტული დირექტორი კრისტიან ჯუნტოლი კარიერას ტურინის “იუვენტუსში” გააგრძელებს. პრეზიდენტ დე ლაურენტისს კი შესაძლოა, ...
წაკითხვა