დღეს ფინალისტთა ვინაობა გახდება ცნობილი
დღეს გორში და ივანწმინდაში საქართველოს თასისი ნახევარფინალის განმეორებითი მატჩები გაიმართება.
“თენგიზ ბურჯანაძეზე” გორის “დილა” თბილისის “დინამოს” უმაპსინძლებს. “დინამო არენაზე” გამართული შეხვედრა თბილისელთა მინიმალური გამაჯრვებით დასრულდა. ერთადერთი გოლი “დილას” კარში მაშინ ოთარ მარცვალაძემ გაიტანა. ასე რომ, ამ წყვილში ჯერ არაფერი არ არის გადაწყვეტილი და ფინალში გასვლის შანსი ორივე გუნდს აქვს, თუმცა მცირე უპირატესობა მაინც “დინამოელთა” მხარეს არის.
“დილასთვის” ჩაგდებული სეზონის გადარჩენის ერთადერთი გზა თასზე წარმატებული ასპარეზობაა. ამიტომ, დღეს გასამართ შეხვედრას გორში დიდი ინტერესით ელიან. თბილისში მყოფ გულშემატკივარს კი, მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ნახვა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის ეთერში 16:00 საათიდან შეეძლებათ.
დღის მეორე შეხვედრაში, რომელშიც ივანწმიდის სტადიონზე “ჩიხურა” ქობულეთის “შუქურას” უმასპინძლებს ინტრიგა ნაკლებია, მაგრამ ყველაფერი ბოლომდე გადაწყვეტილი არც აქ არის.
მიუხედავად იმისა, რომ პირველი მატჩი “ჩიხურამ” სტუმრად, 2:1 მოიგო, “შუქურა” დღეს უბრძოლველად არაფრის დათმობას არ აპირებს. ისიც ფაქტია, რომ პირველი ლიგის წარმომადგენელისთვის ნახევარფინალში ასპარეზობა უკვე კარგი შედეგია. შესაბამისად, ფსიქოლოგიურ ზეწოლას შეროზიას შეგირდები არ განიცდიან.