დღის 5 სატრანსფერო ჭორი
Fanebi.com გთავაზობთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.
მანჩესტერ იუნაიტედს გოდინი სურს
“მანჩესტერ იუნაიტედს” მადრიდის “ატლეტიკოს” მცველის, დიეგო გოდინის შეძენა სურს. ბრიტანული პრესის ცნობით, მანჩესტერელები ესპანურ კლუბს ოფიციალური წინადადებით იანვარში მიმართავენ. კონტრაქტის თანახმად ურუგვაელი ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი 28,5 მილიონი გირვანქაა.
მასკერანო ნაპოლიში?
“ნაპოლის” “ბარსელონას” არგენტინელი ფეხბურთელის, ხავიერ მასკერანოს გადაბირებას ეცდება. ესპანური პრესა იუწყება, რომ მოთამაშე კატალონიაში თავს ბედნიერად გრძნობს, მაგრამ საკუთარი ძალების მოსინჯვა იტალიურ ლიგაშიც სურს. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ “ნაპოლის” თავკაც რაფაელ ბენიტესს მასკერანოსთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა აკავშირებს.
არსენალი სისოკოთი დაინტერესდა
ლონდონის “არსენალის” ინტერესთა სფეროში “ნიუკასლის” ფორვარდი, მუსა სისოკო მოხვდა. უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ლონდონელები ფეხბურთელში 15 მილიონ გირვანქას გადაიხდიან.
ვალდესი მანჩსტერში დაბრუნდა
მეკარე ვიქტორ ვალდესი ინგლისში დაბრუნდა და “მანჩესტერთან იუნაიტედში” ვარჯიშები განაახლა. Daily Mail-ის ცნობით, გასულ კვირას კიპერმა ინგლისი დროებით დატოვა. ჯერჯერობით უცნობია გააფორმებს თუ არა კონტრაქტს ინგლისურ გუნდთან ესპანელი კიპერი.
რეალი ნახევარმცველს დაიმატებს
მადრიდის “რეალი” ლუკა მოდრიჩის ტრავმის და სამი ხედირას საკითხის გამო იანვარში ახალ ნახევარმცველს შეიძენს. “სამეფო კლუბისთვის” პრიორიტეტული ვაირანტი “კრუზეიროს” ნახევარმცველი, ლუკას სილვაა. ასევე განიხილება კრისტოფ კრამერის კანდიდატურაც.