დღის 5 სატრანსფერო ჭორი
Fanebi.com წარმოგიდგენთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.
ფრაიბურგში პეტერსენზე ფიქრობენ
“ვერდერის” ფორვარდი ნილს პეტერსენი, შესაძლოა, “ფრაიბურგში” გადაბარგდეს. მოთამაშემ ბრემენელთა ძირითადში ადგილი დაკარგა და კლუბის გამოცვლაზეც ამის გამო ფიქრობს. ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში ფრაიბურგელები შემტევს იჯარის წესით დაიმატებენ.
ტორესი ლივერპულში ბრუნდება?
ფერნანდო ტორესი შესაძლოა “ლივერპულს” დაუბრუნდეს. ესპანელი ფორვარდი იჯარის წესით “მილანში” ასპარეზობს, სადაც მისი თამაშით უკმაყოფილოები არიან, რის გამოც ტორესი დიდი ალბათობით იანვარში “ჩელსიში” დაბრუნდება, თუმცა ესპანელ ფორვარდზე იმედებს არც ჟოზე მოურინიო ამყარებს.
ფერნანდოს ირგვლივ შექმნილ ვითარებას თვალს ყურადღებით “ლივერპული” ადევნებს, რომელსაც შეტევაში ძალიან დიდი პრობლემები აქვს.
იუვენტუსს რამირესი სურს
“ჩელსის” ნახევარმცველი რამიერესი “იუვენტუსის” ინტერესთა სფეროში მოხვდა. ტურინელები ბრაზილიელში 12 მილიონ გირვანქას იხდიან და მზად არიან ტრანსფერი ზაფხულამდე გადადონ.
პანდევი გალათარაის ტოვებს
ხელფასის დაგვიანების გამო გორან პანდევმა, შესაძლოა, “გალათასარაი” დატოვოს. თურქეთიდან წასვლის შემთხვევაში პანდევი, დიდი ალბათობით, იტალის დაუბრუნდება, სადაც მის მიმართ ინტერესს “ლაციო”, “ინტერი” და “ნაპოლი” იჩენენ.
სპორტინგში რონალდუს დაბრუნებაზე ოცნებობენ
“სპორტინგის” პრეზიდენტმა, ბრუნუ დე კარვალიუმ, განაცხადა, რომ მომავალში კლუბში რონალდუს დაბრუნებას ელის. მისი თქმით, კრიშტიანუს დაბრუნება გუნდისთვის დიდი პატივი იქნებოდა.
შეგახსენებთ, 2000-იანი წლების დასაწყისში რონალდუმ პროფესიონალურ ფეხბურთში კარიერა სწორედ ლისაბონურ კლუბში დაიწყო.