დღის 5 სატრანსფერო ჭორი
Fanebi.com წარმოგიდგენთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.
ბაიერნი ჰეიბიერგს არ შეელევა
“ბაიერნი” ნახევარმცველ პიერ-ემილ ჰეიბიერგის გაყიდვას არ აპირებს. გერმანული პრესის ცნობით, მოთამაშეს კონტრაქტი იმ პირობით გაუხანგრძლივდება, თუ ის სხვა კლუბში იჯარით თამაშზე იქნება თანახმა.
კირიკეში რომას უახლოვდება
ბრიტანული პრესის ცნობით ვლად კირიკეში უახლოეს მომავალში “ტოტენჰემს” დატოვებს. მცველი, დიდი ალბათობით, კარიერას “რომაში” გააგრძელებს.
კოენტრაუ რეალს დატოვებს
ფაბიუ კოენტრაუსთვის “ლივერპული”, “არსენალი”, “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ბეშიქთაში” იბრძოლებენ. მისი ახლანდელი კლუბი, მადრიდის “რეალი”, მზად არის მოთამაშე იანვრის სატრნასფერო ფანჯრის დროს გაასხვისოს.
არსენალს “ახალი იგუაინის” ყიდვა სურს
ლონდონის “არსენალის” ინტერესთა სფეროში არგენტინული “ბოკა ხუნიორსის” ფორვარდი, ხონატან კალიერი მოხვდა. უახლოეს მომავალში “მეთოფეები” არგენტინულ კლუბს ოფიციალური წინადადებით მიმართავენ. სამშობლოში კალიერის გონსალო იგუაინს ადარებენ.
რომა პეროტის გადაბირებას აპირებს
“ჯენოას” ნახევარმცველი, დიეგო პეროტი, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს “რომას” პრიორიტეტული სამიზნე იქნება. რომაელებთან ერთად ფეხბურთელისადმი ინტერესს “ინტერი” და “იუვენტუსი” იჩენენ.