დღის 5 სატრანსფერო ჭორი
Fanebi.com გთავაზობთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.
ვალენსიას ლავესი სურს
“ვალენსია” იანვარში პსჟ-ს ფორვარდის, ეზეკილ ლავესის გადასაბირებლად 15-20 მილიონ ევროს გამოყოფს. თუმცა, ფრანგებმა თავის დროზე არგენტინელის სანაცვლოდ “ნაპოლის” 30 მილიონი გადაუხადეს და დიდი ალბათობით “ღამურებს” ამ წინადადებაზე უარს ეტყვიან.
ატალანტას პინილია სჭირდება
“ატალანტა” შეტევის გაძლიერებას “ჯენოელი” მაურისიო პინილიათი აპირებს. ამ საქმეში ბერგამოელებს კონკურენციას “ტორინო” გაუწევს.
ლივერპული და სიტი რომეროსთვის იბრძოლებენ
“სამპდორიას” მეკარე სერხიო რომერო “მანჩესტერ სიტის” და “ლივერპულის” ინტერესთა სფეროში მოხვდა. მეკარის კონტრაქტს ვადა 6 თვეში ეწურება და ინგლისურ გრანდებს ამ ფაქტორის გამოყენება სურთ.
ინტერი 25 მილიონს ითხოვს
“ინტერში” შეტევის ხაზში პრობლემების გამო იანვარში მაურისიო იკარდის გაყიდვას არ აპირებს. მილანიდან მისი წასვლა, მხოლოდ ზაფხულშია შესაძლებელი და ისიც იმ შემთხვევაში, თუ “ინტერს” მინიმუმ 25 მილიონს ევროს გადაუხდიან.
ჩელსის კოკე სურს
ბრიტანული პრესის ცნობით “ჩელსი” მადრიდის “ატლეტიკოს” ნახევარმცველის, კოკეს მიმართ იჩენს ინტერესს. ესპანური კლუბი მოთამაშეში 60 მილიონ ევროს ითხოვს.