დღის 5 სატრანსფერო ჭორი
Fanebi.com წარმოგიდგენთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.
სანდერლენდს ბორინი არ სურს
“სანდერლენდს” “ლივერპულიდან” ფაბიო ბორინის გადაბირება აღარ სურს. ბორინიმ გასული სეზონსი “შავი კატების” შემადგენლობაში გაატარა, რის შემდეგაც “სანდერლენდი” მის გამოსყიდვას ცდილობდა, თუმცა ტრანსფერი არ შედგა.
კრამარიჩი ჩელსის უახლოვდება
“რეიკას” შემტევი ანდრეი კრამარიჩი მიმდინარე კვირის ბოლომდე კონტრაქტს ლონდონის “ჩელსისთან” გააფორმებს. კომპენსაციის სახით “არისტოკრატები” 10 მილიონ ევროს გადაიხდიან. აღსანიშნავია, რომ ამ თანხის ნახევარზე მეტი კრამარიჩის ყოფილ კლუბს, ზაგრების “დინამოს” შეხვდება.
იანსენი ჰამბურგში რჩება
“ჰამბურგის” მცველმა მარსელ იანსენმა მის სხვა კლუბში გადასვალსთან გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გერმანული გუნდიდან წასვლას არსად არ აპირებს. იანსენის მიმართ ინტერესს “ბენფიკა” იჩენდა.
პსჟ მარაკეშში ლავესისა და კავანის გარეშე გაემგზავრა
ეზეკილ ლავესიმ და ედისონ კავანიმ მარაკეშში ჩატარებული პსჟ-ს ვარჯიში გამოტოვეს. პარიზელები “ინტერთან” გასამართი ამხანაგური მატჩისთვის ემზდებიან. მოთამაშეები კი პარიზში დარჩნენ, სადაც ინდივიდუალურად ემზადებიან.
მადრიდში იმედს არ კარგავენ
მადრიდის “რეალი” ლონდონის “ჩელსიდან” ედენ აზარის გადაბირების იმედს არ კარგავს. “არისტოკრატები” ბელგიელს ახალ კონტრაქტს სთავაზობენ, თუმცა მადრიდელები ფინანსური თვალსაზრისით უფრო სარფიან წინადადებაზე ფიქრობენ.