დღის 5 სატრანსფერო ჭორი
Fanebi.com წარმოგიდგენთ დღის გამორჩეულ სატრნასფერო ამბებს.
სნეიდერს იუნვეტუსში სურს გადასვლა
“გალათასარაის” ნახევარმცველი უესლი სნეიდერი ტურინის “იუვენტუსს” კონტრაქტის დეტალებზე შეუთანხმდა. თურქულ კლუბს კი ჰოლანდიელ ფეხბუთელში კომპენსაციის მიღება სურს.
მანჩესტერი მატას არ შეელევა
ბრიტანული პრესის ცნობით “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელ ლუი ვან გაალს ხუან მატას გასხვისება არ სურს. ესპანელის მიმართ ინტერესს რამდენიმე წამყვანი ევროპული კლუბი იჩენს, თუმცა მისი იანვარში წასვლა ფაქტობრივად გამორიცხულია.
ნიანგი უდინეზეში?
“მილანის” 20 წლის ფორვარდი, მბაიე ნიანიგ, შესაძლოა, უდინეზეში გადავიდეს. ფეხბურთელი ფილიპო ინძაგის ნდობას ვერ გრძნობს და ძირითად შემადგენლობაში თამაშიც ფაქტობრივად არ უწევს.
როლანდუმ იუვენტუსის წინადადება მიიღო
“პორტუს” მცველმა როლანდუმ “იუვენტუსთან” მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა. ახლა ტურინული კლუბის წარმომადგენლები პორტუგალიელ კოლეგებთან ფეხბურთელის სატრანსფერო ფასზე თანხმდებიან.
მარსელს და ჩელიე სურს
პაოლო დე ჩელიემ კარიერა, შესაძლოა, “მარსელში” გააგრძელოს. ფეხბურთელი, რომელიც “პარმაში” იჯარის წესით ასპარეზობს და კონტრაქტით “იუვენტუსს” ეკუთვნის, მარსელო ბიელსას ინტერესთა სფეროში მოხვდა.