დღის 5 სატრანსფერო ჭორი
Fanebi.com დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს წარმოგიდგენთ.
პარიზში ლავესის გაყიდვაზე ფიქრობენ
პსჟ ეზეკილ ლავესის გაყიდვაზე ფიქრობს და პარალელურად მის შემცვლელს ეძებს. არგენტინელი მოთამაშის ალტერნატივად პარიზში კევინ დე ბრეინე, ნიკოლას გაიტანი, პოლ-ჟორჟ ნტეპი და მემფის დეპაი განიხილებიან.
ლივერპული მილნერისთვის ბრძოლაში ფავორიტია
“ლივერპული” “მანჩესტერ სიტიდან” ჯეიმს მილნერის გადაბირებისთვის ბრძოლაში ფავორიტია. მოთამაშე მიმდინარე სეზონის ბოლოს დიდი ალბათობით თავისუფალი აგენტი გახდება.
ჩელსი კრამარიჩს ვერ მოელაპარაკა
“რიეკას” ფორვარდის ანდრეა კრამარიჩის აგენტმა “ჩელსისთან” მოლაპარაკებებზე ისაუბრა. მისი თქმით, მხარეებს შორის შეთანხმება არ შედგა, რადგან “ჩელსიმ” ფეხბურთელს იჯარის შემდეგ გუნდში დაბრუნების გარანტიები არ მისცა.
ასტონ ვილას ნაბი სურს
ბრიტანული პრესის ცნობით, “ასტონ ვილას” “ვესტ ბრომვიჩის” ფორვარდის, ადილ ნაბის გადაბირება სურს. 20 წლის ფორვარდი სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდება, თუ ახლანდელ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე არ შეთანხმდა.
რეალი ვარანს 25 მილიონად აფასებს
მადრიდის “რეალი” რაფაელ ვარანს იმ შემთხვევაში შეელევა, თუ დაინტერესებული გუნდი 25 მილიონ ევროს გადაიხდის. ცნობილია, რომ ფრანგის გადაბირება “ჩელსის” და “მანჩესტერ იუნაიტედს” სურთ.