დღის 5 სატრანსფერო ჭორი
Fanebi.com დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს წარმოგიდგენთ.
შალკე დრაქსლერის გაყიდვას არ აპირებს
“შალკეს” ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ ინავარში იულიან დრაქსლერის გაყიდვა არ იგეგმება. გელზენკირხენში თვლიან, რომ მოთამაშეს განვითარების მეტი შესაძლებლობა სწორედ გერმნულ კლუბში ექნება.
ვაგნერ ლავი ბრაზილიაში ბრუნდები
ჩინური “შანდუნ ლუნენის” ფორვარდი ვაგნერ ლავი სამშობლოში დაბრუნებაზე ფიქრობს. მოვკოვის ცსკს-ს ყოფილ ფორვარდს საკუთარ რიგებში “ატლეტიკო მინეირო” იწვევს.
ქპრ-ს დეფო ეძვირა
ბრიტანული პრესის ცნობით ქპრ “ტორონტოდან” ჯერმენ დეფოს გადასაბირებლად აღარ იბრძლოებს. ლონდონურ კლუბს მლს-ის ბინადარის დასახელებული სატრანსფერო ფასი ეძვირა.
ვალენსიამ რივერ პლეიტის მოთამაშეს დაადგა თვალი
“ვალენსიას” არგენტინული “რივერ პლეიტიდან” მატიას კრანევიტერას გადაბირება სურს. ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს. მოთამაშე სამშობლოში ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელად ითვლება.
სიტი, ჩელსი და პსჟ მესისთვის იბრძოლებენ
ბრიტანული პრესის ცნობით, მიმდინარე სეზონის ბოლოს ლეო მესიმ, შესაძლოა, “ბარსელონა” დატოვოს. ესპანურ გრანდს საუკეთესო პერიოდი არ უდგას. კლუბში კონფლიქტური სიტუაციები მომრავლდა.
ამის ფონზე ინგლისურ “მანჩესტერ სიტისთან” და “ჩელსისთან” ერთად ფრანგული პსჟ-ც გააქტიურდა. იმ შემთხვევაში, თუ მესი კატალონიის დატოვებას გადაწყვეტს, არგენტინელისთვის სწორედ ეს კლუბები იბრძოლებენ.