დღის 5 სატრანსფერო ჭორი
Fanebi.com დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს წარმოგიდგენთ.
სუსო მილანსი გადავა
“მილანმა” სუსოსთან მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა. გადაწყვეტილია, რომ “ლივერპულის” ფეხბურთელი მილანურ კლუბს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ შეუერთდება.
ოლიმპიაკოსი აინტრახტის მცველით ინტერესდება
ფრანქფურტის “აინტრახტის” მცველი ბამბა ანდერსონი “ოლიმპიაკოსის” ინტერესთა სფეროში მოხვდა. 25 წლის ფეხბურთელი სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტი ხდება.
შაქირი სტოკ სიტის სურს
“სტოკ სიტის” მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, მარკ ბოუენმა, ჯერდან შაქირის მიმართ ინტერესი დაადასტურა. შეგახსენებთ, რომ “ბაიერნის” ფეხბურთელის გადაბირება რამდენიმე ევროპულ კლუბს სურს.
ქპრ-ში სალაჰის იჯარაზე ფიქრობენ
ქპრ-ს ხელმძღვანელობა ლონდონის “ჩელსიდან” მოჰამედ სალაჰის იჯარით გადაბირებას ფიქრობს. ეგვიპტელი ფეხბურთელი “არისტოკრატთა” შემადეგნლობაში ვერ ხვდება და კლუბის გამოცვლას სწორედ ამის გამო სურს.
ედეგორმა არჩევანი გააკეთა
ნორვეგიელმა ტალანტმა მარტინ ედეგორმა კარიერის გაგრძელება მადრიდის “რეალში” გადაწყვიტა. მადრიდელებმა ბრძოლა “ბაიერნს”, “აიაქსს”, “ლივერპულს”, “ბარსელონას”, “სიტის”, “იუნაიტედს” და “არსენალს” მოუგეს.