დღის 5 სატრანსფერო ჭორი
Fanebi.com დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს გთავაზობთ.
შაქირი ინტერში გადავა
“ბაიერნის” ნახევარმცველი ჯერდან შაქირი კარიერას “ინტერში” გააგრძელებს. დღეს კლუბებმა ბოლო დეტალები შეათანხმებს. იტალიელები მიუნხენელბს იჯარაში 2 მილიონ ევროს გადაუხდიან. სეზონის დასრულების შემდეგ კი 12 მილონად ფეხბურთელის ყიდვის უფლება ექნებათ.
ლივერპულს პიანიჩი სურს
“ლივერპული” სტივენ ჯერარდის შემცვლელს ეძებს. ინგლისური კლუბის ერთ-ერთი კანდიდატი მირალემ პიანიჩია, რომელიც ამჟამად “რომას” ღირსებას იცავს. მისი სატრანსფერო ფასი 23 მილიონი გირვანქაა.
ნაპოლი ხონას გუტიერესზე ფიქრობს
“ნაპოლის” “ნიუკასლიდან” ხონას გუტიერესის გადაბირება სურს. ფეხბურთელს სიმსივნის გამო მიმდინარე სეზონში ძირითად გუნდში არ უთამაშია, თუმცა წარმატებული ოპერაციის შემდეგ მოედანს ახალგაზრდული გუნდის შემადგენლობაში დაუბრუნდა.
ადებაიორი მლს-ში მიდის
“ტოტენჰემის” ფორვარდმა ემანუელ ადებაიორმა კარიერა, შესაძლოა, მლს-ში გააგრძელოს. ინფორმაციას ბრიტანული პრესა ავრცელებს.
ჩელსი მესის 6-წლიან კონტრაქტს სთავაზობს
ინგლისური მედიის ცნობით “ჩელსი” ლიონელ მესის 6-წლიანი კონტრაქტს შესთავაზებს. “არისტოკრატები” მზად არიან “ბარსელონას” არგენტინელის სანაცვლოდ 250 მილიონი ევრო გადაუხადონ.