დღის 5 სატრანსფერო ჭორი
Fanebi.com დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს წარმოგიდგენთ.
არსენალს გიუნდოგანი სურს
“დორტმუნდის” ნახევარმცველი ილკან გიუნდოგანი ლონდონის “არსენალის” ინტერესთა სფეროში მოხვდა. მოთამაშის სატრანსფერო ფასი 16 მილიონი გირვანქაა.
აიუ ტოტენჰემში?
“ტოტენჰემი” “მარსელიდან” ანდრე აიუს გადაბირებას აპირებს. 25 წლის განელი, რომლის მიმართ ინტერესს “ნიუკასლი”, “დორტმუნდი” და “ვოლფსბრუგიც” იჩენენ, სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება.
ვესტ ბრომვიჩი იდეიეს შეელევა
ბრიტანული პრესის ცნობით “ვესტ ბრომვიჩი” ბრაუნ იდეიეს გაყიდვას ფიქრობს, რომელიც ზაფხულში სარეკორდო 10 მილიონად შეიძინეს. თუმცა, ნიგერიელი მასზე გაცემულ ავანსებს ვერ ამართლებს.
ევერტოს ლენონი სურს
“ევერტონი” “ტოტენჰემიდან” აარონ ლენონის გადაბირებას აპირებს. ლონდონელები საკუთარ ფეხბურთელში 7 მილიონ გირვანქას ითხოვენ.
რას ითხოვს მესი ჩელსისგან
The Sun-ის ცნობით ლიონელ მესი “ჩელსიში” იმ შემთხვევაში გადავა, თუ ლონდონელები მას ხელფასის სახით წელიწადში 50 მილიონს გადაუხდიან. გარდა ამისა, ლონდონელებმა “ბარსელონას” 200 მილიონი გირვანქა უნდა გადაუხადონ.