დღის 5 სატრანსფერო ჭორი
Fanebi.com დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს წარმოგიდგენთ.
რეალი დანილოსთვის იბრძოლებს
“ბარსელონასთან” ერთად “პორტუდან” დანილოს გადაბირებისთვის მადრიდის “რეალიც” იბრძოლებს. დრაკონები მცველში 20 მილიონ ევროს ითხოვენ.
ატლეტიკო მირანდას შეელევა
ესპანური პრესის ცნობით, მადრიდის “ატლეტიკო” მზად არის მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ 30 წლის ჟოაო მირანდას გაყიდვაზე დაფიქრდეს. მოთამაშის სავარაუდო ფასი 20 მილიონი ევრო იქნება.
იუვენტუსს დე იონგი სურს
ზაფხულში ტურინის “იუვენტუსი” მილანიდან ნაიჯელ დე იონგის გადაბირებას აპირებს. 30 წლის ჰოლანდიელი მილანურ კლუბს ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდეა. მის მიმართ ინტერესს “მანჩესტერ იუნაიტედიც” იჩენს.
ლივერპული და ევერტონი რაფათი დაინტერესდნენ
ლივერპულური კლუბების ინტერესთა სფეროში “ბრაგას” ფორვარდი, რაფა, მოხვდა. მოთამაშისადმი ინტერესს პრემიერლიგის კიდევ ერთი ბინადარი, “საუთჰემპტონიც” იჩენდა.
95 მილიონი პოგბას სანაცვლოდ
“მანჩესტერ იუნაიტედი” ტურინის “იუვენტუსს” პოლ პოგბას სანაცვლოდ 95 მილიონ ევროს შესთავაზებს. აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური პრესა ავრცელებს. მოთამაშის მიმართ ინტერესს პსჟ-ც იჩენს.