დღის 5 სატრანსფერო ჭორი
Fanebi.com დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს წარმოგიდგენთ.
ჩელსის რეალის ორი მოთამაშე სურს
“ჩელსის” მადრიდის “რეალის” ორი ფეხბურთელის გადაბირება სურს. ლონდონელების ინტერესთა სფეროში რაფაელ ვარანი და ხესე მოხვდნენ. მცველის სანაცვლოდ მადრიდელები 20 მილიონს ითხოვენ, ხოლო ფორვარდის ფასი 15 მილიონია.
სიტი მესისთვის იბრძლებს
ბრიტანული პრესის ცნობით “მანჩესტერ სიტი” “ბარსელონადან” ლიოინელ მესის გადაბირებისთვის იბრძოლებს. წყარო იუწყება, რომ მანჩესტერელები არგენტინელს 6-წლიან კონტრაქტს 270 მილიონიან ხელფასს შესთავაზებენ. “ბარსას” კი 210 მილიონს გადაუხდიან.
იუვენტუსი მხიტარიანით ინტერესდება
“იუვენტუსის” ინტერესთა სფეროში დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველი, გენრიჰ მხიტარიანი მოხვდა. ტურინელები სომხეთის ნაკრების მოთამაშის გადაბირებას იანვარში ან სეზონის დასრულების შემდეგ ეცდებიან.
ეტო’ო სამპდორიაში გადავა
იტალიური პრესის ცნობით “ევერტონის” ფორვარდი სამუელ ეტოო კარიერას “სამპდორიაში” გააგრძელებს. აღსანიშნავია, რომ კამერუნელი ახალ კლუბში 40 პროცენტით შემცირებულ ხელფასს მიიღებს.
რომას იოვეტიჩი სურს
“რომა” “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველის სტევან იოვეტიჩის გადასაბირებლად იბრძოლებს. “სუონსიდან” უილფრიდ ბონის დამატების შემდეგ იოვეტიჩის შემადგენლობაში მოხვედრის შანსები კიდევ უფრო შემცირდა.