დღის 5 სატრანსფერო ჭორი
Fanebi.com დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს წარმოგიდგენთ.
ნიუკასლი შუსტერს ესაუბრება
“ნიუკასლი” მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე ბერნდ შუსტერის კანდიდატურას განიხილავს. ინგლისური კლუბის მესვეურები გერმანელ სპეციალისტთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
შალკეს მერტენსი სურს
“შალკეს” “ნაპოლიდან” დრის მერტენსის გადაბირება სურს. გერმანელებს ბელგიელის დამატება იჯარის წესით სურთ, შემდეგ კი მის გამოსყიდვაზეც დაფიქრდებიან.
ფლეტჩერი ვესტ ჰემს უახლოვდება
ბრიტანული პრესის ცნობით “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი დარენ ფლეტჩერი უახლოეს მომავალში ლონდონის “ვესტ ჰემში” გადავა, სადაც სეზონის ბოლომდე იასპარეზებს.
ინტერი მილნერისთვის იბრძოლებს
“ინტერს” “მანჩესტერ სიტიდან” ჯეიმს მილნერის გადაბირება სურს. მილანელები ფეხბურთელს ხელფასის სახით კვირაში 200 000 გირვანქას სთავაზობენ.
ბარსელონა ედეგორის გადაბირებას ბოლო მომენტამდე ცდილობდა
ესპანური პრესის ცნობით “ბარსელონა” მარტინ ოდეგარის “რეალში” ტრანსფერის ჩაშლას ცდილობდა. წყარო იუწყება, რომ კატალონიელები ბოლო მომენტამდე სთავაზობდნენ ნორვეგიულ მხარეს განახლებულ პირობებს, თუმცა საბოლოოდ ედეგორმა “რეალი” აირჩია.