დღის 5 სატრანსფერო ჭორი
Fanebi.com დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს წარმოგიდგენთ.
მანჩესტერს დანი ალვეში სურს
“ბარსელონას” მცველი დანი ალვეში კარიერას სავარაუდოდ “მანჩესტერ იუნაიტედში” გააგრძელებს. მოთამაშისადმი ინტერესს ლონდონური კლუბებიც იჩენენ, თუმცა ლუი ვან გაალის გუნდი მთავარი ფავორიტია.
ჩელსის კუადრადო არ სურს
“ჩელსის” მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ მისი კლუბი “ფიორენტინაში” მოთამაშე ხუან კუადრადოს მიმართ ინტერესს არ იჩენს.
ბილბაოს მონრეალი სურს
ბილბაოს “ატლეტიკი” ლონდონის “არსენალის” 28 წლის მცველით დაინტერესდა. ნაჩო მონრეალი “მეთოფეებს” კონტრაქტით 2017 წლის საფხულამდე ეკუთვნის.
ჯილარდინო ფიორენტინაში ბრუნდება
32 წლის ალბერტო ჯილარდინომ “ფიორენტინაში” დაბრუნება გადაწყვიტა. ფეხბურთელის მიმართ ინტერესს “ზენიტი” და “კალიარი” იჩენდნენ, თუმცა შემტევმა არჩევანი ყოფილი კლუბის სასარგებლოდ გააკეთა.
მოდრიჩი – ჩელსი ან მანჩესტერი
მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი, შესაძლოა, ინგლისში დაბრუნდეს. ხორვატი ფეხბურთელის გადაბირება “ჩელსის” და “მანჩესტერ იუნაიტედს სურთ. შეგახსემებთ, რომ ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით მოდრიჩის მეუღლეს მადრიდული ცხოვრება არ მოსწონს და ქალაქის გამოცვლა სურს.