დღის 5 სატრანსფერო ჭორი
Fanebi.com დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს წარმოგიდგენთ.
ჯეკოს დიდ კლუბში სურს თამაში
“მანჩესტერ სიტის” ფორვარდის ედინ ჯეკოს აგენტმა განაცხადა, რომ მისი კლიენი ინგლისური კლუბის დატოვებას არ აპირებს, რადგან მას გრანდში სურს თამაში. შემტევის მიმართ ინტერესს თურქული კლუბები იჩენდნენ.
დანი ალვეში მანჩესტერში?
“მანჩესტერ იუნაიტედს” დანი ალვეშის გადაბირება სურს. ბრიტანული პრესის ცნობით, ბრაზილიელი მცველითვის ბრძოლაში მთავარი ფავორიტები სწორედ მანჩესტერელები არიან.
ისვალდო ბოკაზე ოცნებობს
“ინტერის” ფორვარდმა პაბლო ოსვალდომ განაცხადა, რომ კარიერის გაგრძელება “ბოკა ხუნიორსში” სურს. ფეხბურთელის თქმით, “ბოკაში” თამაში მისი ბავშვობის ოცნებაა.
დე ბრეინე ჩელსის უბრუნდება
“ჩელსი” “ვოლფსბურგიდან” კევინ დე ბრეინეს გამოსყიდვას აპირებს. შეგახსენებთ, რომ ლონდონელებმა ერთი წლის წინ ნახევარმცველი 22 მილიონად გაყიდეს, თუმცა ახალ საკუთარ გადაწყვეტილებას ნანობენ.
დეპაი – იუნაიტეედის პრიორიტეტი
პსვ-ს ფორვარდი მემფის დეპაი “მანჩსტერ იუნაიტედის” მთავარი სატრანსფერო სამიზნეა. მოთამაშის სავარაუდო ფასი 10 მილიონი გირვანქაა.