დღის 5 სატრანსფერო ჭორი
Fanebi.com დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს წარმოგიდგენთ.
პოგბას დანილო შეცვლის
იტალიური პრესის ცნობით, პოლ პოგბას წასვლის შემთხვევაში “იუვენტუსი” “ბრაგადან” დანილოს გადაიბირებს. პორტუგალიური კლუბი ფეხბურთელში 15 მილიონ ევროს ითხოვს.
15 მილიონი სალაჰის სანაცვლოდ
“ფიორენტინას” სპორტული დირექტორის თქმით, მის კლუბს “ჩელსიდან” მოჰამედ სალაჰის გადაბირება 15 მილიონი დაუჯდება.
ფელიპე ლუისი ატლეტიკოში ბრუნდება
“ჩელსის” მცველი ფელიპე ლუისი ინგლისის დატოვებას ფიქრობს. მოთამაშე სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობის გამო უკმაყოფილია და მადრიდის “ატლეტიკოში” დაბრუნებაზე ფიქრობს.
ლივერპული “ჯერარდის შემცვლელს” აკვირდება
“ლივერპულის” ინტერესთა სფეროში “არსენალის” ნახევარმცველი ჯეკ უილშირი მოხვდა. მერსისაიდელები მასში სტივენ ჯერარდის შემცვლელს ხედავენ.
იუნაიტედს კონგოლო სურს
“ფიორენტინას” 20 წლის მცველის ტერენს კონგოლოს გადაბირების ერთ-ერთი მთავარი მსურველი “მანჩესტერ იუნაიტედია”. მოთამაშის საკუთარი რიგებში ხილვა “საუთჰემპტონს” და “სიტისაც” სურთ, თუმცა ამ ეტაპზე “იუნაიტედი” აშკარა ლიდერია.