დღის 5 სატრანსფერო ჭორი
Fanebi.com დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს წარმოგიდგენთ.
დიარა ვესტ ჰემში ვარჯისობს
ლასანა დიარა ლონდონის “ვესტ ჰემთან” ერთად ვარჯიშობს. ბრიტანული პრესის ცნობით მხარეები მოკლავადიანი კონტრაქტის შესახებ აწარმოებენ მოლაპარაკებებს.
ლელი ინტერში?
კრისტიან ლელი, რომელიც ამჟამად თავისუფალი აგენტია, შესაძლოა, “ინტერში” გადავიდეს. მილანელები გერმანელს ტრავმირებული იუტო ნაგატომოს შემცვლელად მოიაზრებენ.
შერვუდი ქპრ-ს გაწთვრნის
“ქუინს პარკ რეინჯერსს” ტიმ შერვუდი ჩაიბარებს. ოფიციალურად ამის შესახებ უახლოესი 48 საათის განმავლობაში გახდება ცნობილი.
ჩელსი ვარანში 47 მილიონს იხდის
ბრიტანული პრესის ცნობით “ჩელსი” მზად არის მადრიდის “რეალს” ვარანის სანაცვლოდ 47 მილიონი ევრო შესთავაზოს. თუმცა ფეხბურთელს მადრიდიდან წასლვა არ სურს.
მანჩესტერს გარაი სურს
“მანჩესტერ იუნაიტედს” “ზენიტიდან” ეზეკილ გარაის გადაბირება სურს. აღსანიშნავია, რომ მანჩესტერელები არგენტინელის მიმართ ინტერესს ორი წლის წინაც იჩენდნენ, თუმცა მაშინ “ბენფიკასთან” ვერ მოილაპარაკეს.