დღის 5 სატრანსფერო ჭორი
Fanebi.com დღის გამორჩეულ სატრანსფერო ჭორებს წარმოგიდგენთ.
ვილიარეალს ედეგორი სურს
“ვილიარეალის” ხელმძღავნელობას მადრიდის “რეალიდან” მარტინ ედეგორის გადაბირება იჯარის წესით სურს. შეგახსენებთ, რომ გუშინ ნორვეგიელმა “რეალის” მეორე გუნდის შემადგენლობაში სადებიუტო გოლი გაიტანა.
სიტი დე ბრეინეს ყიდვას აპირებს
“მანჩესტერ სიტი” ზაფხულში “ვოლფსბურგიდან” კევინ დე ბრეინეს გადაბირებას აპირებს. მანჩესტერელები “ჩელსის” ყოფილ მოთამაშეში 27 მილიონ გირვანქას იხდიან.
ფალკაო და რეალი კვლავ აქტუალურია
“რეალი” ზაფხულში ფალკაოს ტრანსფერს დაუბრუნდება. “მონაკოდან” “მანჩესტერ იუნაიტედში” განათხოვრებულმა კოლუმბიელმა ინგლისურ კლუბში ფეხის მოკიდება ვერ შეძლო და დიდი ალბათობით საფრანგეთის ვიცე-ჩემპიონს დაუბრუნდება, საიდანაც მის გამოყიდვას მადრიდელები ეცდებიან.
ლივერპული ლუის ადრიანოსთვის იბრძოლებს
“ლივერპული” დონეცკის “შახტარიდან” ლუის ადრიანოს გადაბირებას აპირებს. იტალიური პრესის ცნობით მერსისაიდელები ბრაზილიელისთვის “რომასთან” ერთად იბრძოლებენ.
ტოტენჰემი კლაიანით დაინტერესდა
“ტოტენჰემის” ინტერესთა სფეროში “საუთჰემპტონის” მცველი, ნათანიელ კლაიანი მოხვდა. ფეხბურთელის მიმართ ინტერესს “მანჩესტერ იუნაიტედიც” იჩენს.