დღის 5 სატრანსფერო ჭორი
Fanebi.com დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს წარმოგიდგენთ.
დანი ალვეში იუვენტუსში?
“ბარსელონას” მცველი, დანი ალვეში, ტურინის “იუვენტუსში” აპირებს გადასვლას. შეგახსენებთ, რომ მის მიმართ ინტერესს “მანჩესტერ იუნაიტედიც” იჩენს, თუმცა მოთამაშის სუმპათიები ტურინელთა მხარესაა.
ობამეიანგის ფასი 40 მილიონია
დორტმუნდის “ბორუსია” პიერ-ემერიკ ობამეიანგს 40 მილიონად აფასებს. გაბონელი შემტევის მიმართ ინტერესი ლონდონი “ჩელსის” აქვს.
რეალი გაიას გადაწყვეტილებას ელის
მადრიდის “რეალი” “ვალენსიასთან” ხოსე ლუის გაიას თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად მზად არის. თუმცა, მადრიდელები ტრანსფერზე მხოლოდ იმ შემთხვევაში იფიქრებენ, თუ მოთამაშე “ღამურებს” ახალ კონტრაქტზე უარს ეტყვის.
ბარსელონა ფაბიან ჯონსონს აკვირდება
“გლადბახის” და აშშ-ს ნაკრების მცველი ფაბიან ჯონსონი “ბარსელონას” ინტერესთა სფეროში მოხვდა. კატალონიურმა კლუბმა მოთამაშეზე დასკავირვებლად საკუთარი სკაუტებიც კი გაგზავნა.
ტოტენჰემი სლიმანიში 20 მილიონს იხდის
ლონდონის “ტოტენჰემი” “სპორტინგიდან” ისლამ სლიმანის გადაბირებას აპირებს. სეზოსნი დასრულების შემდეგ ინგლისური კლუბი ლისაბონელებს 20 მილიონ ევროს შესთავაზებს.