დღის 5 სატრანსფერო ჭორი
გთავაზობთ დღის ყველაზე საინტერესო სატრასნფერო ამბებს.
კროოსით ბარსელონა ინტერესდებოდა
ნახევარმცველი ტონი კროოსი “ბარსელონაში” გადასვლასთან ახლოს იყო, თუმცა კატალონიური კლუბის ერთ-ერთი მწვრთნელის რეკომენდაციით გერმანელზე უარი თქვეს, რის შემდეგაც ტონი “რეალში” აღმოჩნდა.
არსენალს ვილიამ კარვალიო სურდა
სარანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს “არსენალს” “სპორტინგიდან” ვილიამ კარვალიოს გადაბირება სურდა. ლონდონელები პორტუგალიელებს ჟოელ კემპბელს და გარკვეულ თანხასაც სთავაზობდნენ, თუმცა შეთანხმება არ შედგა.
ნიუკასლი ბენ არფას ზამთარში ვერ დაიბრუნებს
“ნიუკასლი” “ჰალ სიტიში” განათხოვრებულ ბენ არფას ზამთარში ვერ დაიბრუნებს. ხელშეკრულების თანახმად ფრანგი ახალ კლუბში სეზონის ბოლომდე დარჩება, შემდეგ კი თავისუფალი აგენტიც გახდება.
მანჩესტერს და ლივერპულს კრამერი სურდათ
ინგლისურ კლუბებს “გლადბახიდან” კრისტოფ კრამერის გადაბირების მცდელობა ჰქონდათ. “მანჩესტერიც” და “ლივერპულიც” ტრასნფერს ზამთარში მიუბრუნდებიან.
ინტერმა ბაბიანიზე უარი თქვა
მილანის “ინერმა” სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს “პარმადან” ჯონათან ბიბიანის იჯარაზე უარი განაცხადა. მოთამაშე “ინტერს” მას შემდეგ შესთავაზეს, როდესაც მისი “მილანური” ტრასნფერი ჩაიშალა.