დღის 5 სატრანსფერო ჭორი
Fanebi.com წარმოგიდგენთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.
ედეგორი ვილიარეალში გადავა
Bild-ის ცნობით მადრიდის “რეალი” მარტინ ედეგორს “ვილიარეალში” გაანათხოვრებს. მადრიდში იმედოვნებებ, რომ ამ გადაწყვეტილების შედეგად ნორვეგიელი პრიმერაში სათამაშოდ საჭირო გამოცდილებას შეიძენს.
ინტერი ობამეიანგზე და შაქინზე ფიქრობს
მილანის “ინტერში” დორტმუნდის “ბორუსიას” ორი მოთამაშის, პიერ-ემერიკ ობამეიანგის და ნური შაჰინის გადაბირებაზე ფიქრობენ. აღნიშნული ტრანსფერები იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ მილანალები კარდის გაყიდიან.
პორტო 40 მილიონს ითხოვს
“პორტო” დანილოს სანაცვლოდ 40 მილიონს ითხოვს. მცველის გადაბირებით რამდენიმე ევროპული გრანდია დაინტერესებული. მათ შორის მანჩესტერული კლუბები, “რეალი”, “ბარსელონა” და მიუნხენის “ბაიერნი”.
მანჩესტერი კლაინის შეძენას ეცდება
ბრიტანული პრესის ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედი” “საუთჰემპტონიდან” ნათანიელ კლაინის გადაბირებას იმედოვნებს. ტრანსფერის განხორციელება ზაფხულში იგეგმება.
რეალი ხესეს გაანათხოვრებს
“რეალის” ფორვარდი, ხესე როდრიგესი მომდევნო სეზონის, დიდი ალბათობით, იჯარის წესით სხვა გუნდში გაატარებს. დაინტერესებული კლუბის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.