დღის 5 სატრანსფერო ჭორი
Fanebi.com დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს წარმოგიდგენთ.
დანილო რეალში გადავა
ესპანური პრესის ცნობით, “რეალმა” და “პორტომ” დანილოს ტრასნფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. მცველი მადრიდულ კლუბში 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავა.
ინტერს და მილანს კატალდი სურთ
მილანური გრანდების ინტერესთა სფეროში “ლაციოს” ნახევარმცველი, დანილო კატალდი მოხვდა. თავის მხრივ რომაელები 20 წლის მოთამაშეს ახალ კონტრაქტს სთავაზობენ.
იუვენტუსი მასუაკუს აკვირდება
ტურინის “იუვენტუსი” ბერძნული “ოლიმპიაკოსის” მცველს, არტურ მასუაკუს აკვირდება. ბერძნული მედიის ცნობით, ტრანსფერის განხორციელება ზაფხულშია მოსალოდნელი.
მანჩესტერის ვიდალის გამო მატას შეელევა
“მანჩესტერ იუნაიტედი” არტუროს ვიდალის გადასაბირებლად მზად არის ხუან მატას შეელიოს. ესპანელი ნახევარმცველის მიმართ ინტერესს “ატლეტიკო” და “ვალენსია” იჩენენ.
ვოლფსბურგს ლიაიჩი სურს
იტალიური პრესის ცნობით “ვოლფსბურგი” რომაელი ადამ ლიაიჩის მიმართ იჩენს ინტერესს. მოთამაშის კონტრაქტში გათვალისწინებული სატრანსფერო ფასი 25 მილიონი ევროა, მაგრამ ლიაიჩის გადაბირება “სიტის” და “ლივერპულსაც” სურთ.