დღის 5 სატრანსფერო ჭორი
Fanebi.com დღის გამორჩეულს სატრანსფერო ჭორებს წარმოგიდგენთ.
სიტი ჯეკოს გაყიდვას აპირებს
“მანჩესტერ სიტიმ”, შესაძლოა, ედინ ჯეკო გაასხვისოს. ბრიტანული პრესის ცნობით მანჩესტერელები შემტევში 20 მილიონ გირვანქას ითხოვენ და მზად არიან ნებისმიერი წინადადება განიხილონ.
მანჩესტერ იუნაიტედი ფირმინიოს აკვირდება
“მანჩესტერ იუნაიტედის” ინტერესთა სფეროში “ჰოფენჰაიმის” ნახევარმცველი, რობერტო ფირმინიო მოხვდა. მანჩესტერული კლუბის სკაუტები გერმანული გუნდის შეხვედრასაც კი დაესწრნენ.
ჩოპრა შოტლანდიაში ითამაშებს
“კარდიფის” და “ნიუკასლის” ყოფილი ფორვარდი მაიკლ ჩოპრა შოტლანდიური ჩემპიონსიპის ბინადარ “ალოაში” ითამაშებს. 2014 წლის ბოლოს ჩოპრამ ინდურ სუპერლიგაში თამაშიც მოასწრო.
ბაიერნი ბელარაბით დაინსტერესდა
გერმანული პრესის ცნობით, “ლევერკუზენის” ნახევარმცველი კარიმ ბელარაბი მიუნხენის “ბაიერნის” ინტერესთა სფეროში მოხვდა. გასათვალისწინებელია, რომ ლევერკუზენელებმა მოთამაშეს ცოტა ხნის წინ კონტრაქტი გაუხანგრძლივეს.
ჩელსი ჩეხს 20 მილიონად გაყიდის
ლონდონის “ჩელსი” ზაფხულში პეტერ ჩეხის გაყიდვას აპირებს. “არისტოკრატები” გამოცდილი მეკარის გასხვისებას 20 მილიონ გირვანქად აპირებენ. ჩეხი კიპერის გადაბირება “ინტერს”, “არსენალს”, “რომას”, “ლივერპულს”, პსჟ-ს და “ნაპოლის” სურთ.