დღის 5 სატრანსფერო ჭორი
Fanebi.com დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს წარმოგიდგენთ.
ვალენსია ტულალანით დაინტერესდა
“ვალენსიას” ინტერესთა სფეორში “მონაკოს” ნახევარმცველი, ჟერემი ტულალანი მოხვდა, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება. გამოცდილი ფრანგის დამატება “ინტერსაც” სურს.
შალკე ჰიოვედესს შეელევა
“შალკეს” მცელმა ბენედიქტ ჰიოვედესმა, შესაძლოა, კლუბი გამოიცვალოს. გელზენკირხენელები მოთამაშის გაყიდვაზე იმ შემთხვევაში დაფიქრდებიან, თუ მიმდინარე სეზონის შედეგებით ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებენ.
ჩელსი გრინს შეიძენს
ქპრ-ს მეკარემ, რობერტ გრინმა ლონდონის “ჩელსის” ინტერესი მიიპყრო. ბრიტანული პრესის ცნობით არისტოკრატები ჩეხის წასვლასთან დაკავშირებით კურტუასთვის ახალ დუბლიორს ეძებენ და ერთ-ერთი კანიდატი სწორედ გრინია.
ვოლფსბურგი სალაჰში 15 მილიონს იხდის
გერმანული “ვოლფსბურგი” მზად არის “ჩელსიდან” “ფიორენტინაში” განათხოვრებული მოჰამედ სალაჰის სანაცვლოდ 15 მილიონი გადაიხადოს. ეგვიპტელთან სრულფასოვანი კონტრაქტის გაფორმება ფლორენციულ კლუბსაც სურს.
ინტერი დრაგოვიჩის შეძენას აპირებს
“ინტერი” კიევის “დინამოს” მცველით, ალექსანდრ დრაგოვიჩით დაინტერესდა. მილანურ კლუბში გადასვლა თავად მოთამაშესაც სურს, თუმცა მისი სატრანსფერო ფასი 15 მილიონი ევროა.