დღის 5 სატრანსფერო ჭორი
Fanebi.com წარმოგიდგენთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.
ლივერპული პედროსთვის იბრძოლებს
ბრიტანული პრესის ცნობით “ლივერპული” “ბარსელონადან” პედროს გადასაბირებლად იბრძოლებს. მისი სახით “წითლები” რახიმ სტერლინგის შემცვლელს ეძებენ, რომელიც ახალი კონტრაქტის გაფორმებისგან თავს იკავებს.
მანჩესტერი კავანის სანაცვლოდ 60 მილიონს იხდის
“მანჩესტერ იუნაიტედი” პსჟ-დან ედისონ კავანის გადაბირებას აპირებს. ურუგვაელ შემტევში მანჩესტერელები 60 მილიონ გირვანქას გადაიხდიან.
დორტმუნდს დი სანტო სურს
“დორტმუნდის” ინტერესთა სფეროში “ვერდერის” შემტევით, ფრანკო დი სანტო მოხვდა. ბრემენელები მოთამაშის სანაცვლოდ 10-დან 15 მილიონ ევრომდე ითხოვენ.
ბარსელონა სარაგოსას მცველს აკვირდება
ესპანური მედია საშუალებების ცნობით, “ბარსელონა” “სარაგოსას” 18 წლის მცველს, ხესუს ვალიეხოს აკვირდება. მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, მცველი სეგუნდას ბინადარი კლუბის ძირითადი შემადგენლობის სტაბილური წევრია და მასზე დიდ იმედებს ამყარებენ.
ბორინი ინტერში?
“ინტერის” ერთ-ერთი მთავარი მიზანი “ლივერპულის” ფორვარდი, ფაბიო ბორინის გადაბირება იქნება. მილანელები მას ლუკაშ პოდოლსკის შემცვლელად მოიაზრებენ.