დღის 5 სატრანსფერო ჭორი
Fanebi.com დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს წარმოგიდგენთ.
იუნაიტედი ინგსის გადაიბრებას ცდილობს
ბრიტანული პრესის ცნობით “მანჩესტერ იუნაიტედი” “ბარნლიდან” დენი ინგსის გადაბირებას ცდილობს. მანჩესტერელები მზად არიან ფეხბურთელში, რომელიც რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდება, 7 მილიონი გირვანქა ახლავე გადაიხადონ.
იუვენტუსი მონაკოს ფალკაოზე ესაუბრა
“იუვენტუსის” და “მონაკოს” ხელმძღვანელებმა რადამელ ფალკაოს შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრეს. იტალიური პრესის ცნობით, ტურინელები სეზონის დასრულების შედმეგ “მანჩესტერში” განათხოვრებული ფეხბურთელის გადაბირებას აპირებენ.
იბრაგიმოვიჩი ლივერპულში?
“ლივერპული” პსჟ-ს ფორვარდის, ზლტაგან იბრაჰიმოვიჩის გადაბირებას აპირებს. მერსისაიდელები მზად არიან შვედ ფორვარდში 25 მილიონი გირვანქა გადაიხადონ.
შალკე შემადგენლობის გადახალისებას აპირებს
გერმანული “შალკე” სეზონის დასრულების შემდეგ შემადგენლობის გადახალისებას აპირებს. გავრცელებული ინფორმაციით გელზენკირხენული კლუბს დატოვებენ: კევინ პრინს ბოატენგი, სიდნეი სემი, იან კირხჰოფი, კრისტიან ფუხსი, ჩინედუ ობასი და კრისტიან ვეტკლო.
ინტერი მარიო გომესზე ფიქრობს
“ინტერში” “ფიორენტინადან” მარიო გომესის გადაბირებაზე ფიქრობენ. მილანელები ტრანსფერის განხორციელებას მაურო იკარდის გაყიდვის შემთხვევაში აპირებენ.