დღის 5 სატრანსფერო ჭორი
Fanebi.com წარმოგიდგენთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.
ნაპოლის ახალი მაიკონი სურს
“ნაპოლი” ბრაზილიური “კრუზეიროს” 22 წლის მცველის, მაიკის დამატებას აპირებს. იტალიური კლუბი მას კრისტიან მაჯოს შემცვლელად მოიაზრებს. ახალგაზრდა მცველს სამშობლოში ახალ მაიკონს ეძახიან.
ჩელსი ოსკარს შეელევა
ბრიტანული პრესის ცნობით “ჩელსიმ”, შესაძლოა, ოსკარი გაყიდოს. ბრაზილიელი ლონდონელთა ძირითადში ვეღარ ხვდება. მისი გადაბირებით ტურინის “იუვენტუსია” დაინტერესებული.
შვიდწლიანი კონტრაქტი ჩავის
ყატარული “ალ-სადი” “ბარსელონას” ნახევარმცველ ჩავის შვიდწლიან კონტრაქტს სთავაზობს. ესპანური პრესის ცნობით კონტრაქტის საწყის სამ წელიწადს ჩავი მოთმაშის ამპლუაში გაატარებს, შემდეგ კი კლუბის ადმინისტრაციაში გადავა.
რა შემთხვევაში დაბრუნდება აზარი საფრანგეთში?
“ჩელსის” ნახევარმცველმა, ედენ აზარმა განაცხადა, რომ საფრანგეთში მხოლოდ იმ შემთხვევაში დაბრუნდება, თუ ოდესმა მას “ლილში” თამაშის საშუალება კვლავ მიეცემა.
ლაციოს ადრიანო სურს
“ლაციოს” ხელმძღვანელობა სეზონის დასრულების შემდეგ დაცვის გაძლიერებას აპირებს. რომაელთა ერთ-ერთი მთავარი სამიზნე “ბარსელონას” მცველი, ადრიანოა, რომელშიც “ლაციო” მზად არის 6 მილიონი გადაიხადოს.