დღის 5 სატრანსფერო ჭორი
Fanebi.com წარმოგიდგენთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.
პედრომ ინტერის წინადადება მიიღო
“ბარსელონას” შემტევი, პედრო კარიერას “ინტერში” გააგრძელებს. ტრანსფერის ღირებულება 12 მილიონ გირვანქადაა შეფასებული. მიზეზი კი ის არის, რომ ესპანელმა კატალონიურ კლუბში სათამაშო პრაქტიკა დაკარგა.
სიტი ტურეს არ შეელევა
“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, მანუელ პელეგრინიმ განაცხადა, რომ ინგლისური კლუბი იააი ტურეს გასხვისებას არ აპირებს. აფრიკელს გუნდისთვის მნიშვნელოვან ფეხბურთელად თვლიან.
ლივერპულს პიანიჩი სურს
“ლივერპულის” ხელმძღვანელობას შემადგენლობის გაძლიერება მირალემ პიანიჩით სურს. მერსისაიდელები მზად არიან “რომას” მოთამაშეში 50 მილიონი ევრო გადაიხადონ.
ოსკარი ჩელსის დატოვებას არ აპირებს
“ჩელსის” ნახევარმცველი, ოსკარი მის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით გავრცელებულ ხმებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ლონდონური კლუბის დატოვებას არ აპირებს.
გაიტანი ვალენსიას უახლოვდება
“ბენფიკას” ნახევარმცველი, ნიკოლას გაიტანი, შესაძლოა, “ვალენსიაში” გადაბარგდეს. პორტუგალიური მედიის ცნობით, ღამურები მოთამაშეში 35 მილიონს გადაიხდიან.