დღის 5 სატრანსფერო ჭორი
Fanebi.com წარმოგიდგენთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.
ატლეტიკო 70 მილიონს ითხოვს
“ატლეტიკოს” ნახევარმცველი, კოკე “ბარსელონას” და “ჩელსის” ინტერესთა სფეროში მოხვდა. ესპანური პრესის ცნობით, მადრიდელებს ფეხბურთელის ტრანსფერში 70 მილიონის მიღება სურთ.
ევერტონი ოსტინისთვის იბრძოლებს
“ევეროტნი” ქპრ-ს ფორვარდის, ჩარლი ოსტინის შეძენას ფიქრობს. ლივერპულელებთან ერთად 25 წლის შემტევისადმი ინტერესს “ნიუკასლ”, “საუთჰემპტონი” და “კრისტალ პელასიც” იჩენენ.
იუვენტუსს ვიტსელი სურს
“იუვენტუსი” “ზენტის” აქსელ ვიტსელის სანაცვლოდ 18 მილიონ ევროს სთავაზობს. თუმცა, რუსულ კლუბს ბელგიელში 30 მილიონის მიღება სურს.
რომა აკვილას დაბრუნებას განიხილავს
“რომას” ხელმძღვანელები გუნდში ალბერტო აკვილანის დაბრუნებაზე ფიქრობენ, რომელიც ამჟამად “ფიორენტინას” ღირსებას იცავს, თუმცა ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება. აკვილანი რომაულ კლუბში 2009 წლამდე თამაშობდა.
რივერ პლეიტი სავილოას დაბრუნებას აპირებს
“რივერ პლეიტი” სამშობლოში “ვერონაში” მოთამაშე ხავიერ პასტორეს დაბრუნებას აპირებს. ზაფხულში გამოცდილი შემტევი თავისუფალი აგენტი გახდება.