დღის 5 სატრანსფერო ჭორი
Fanebi.com წარმოგიდგენთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.
მანჩესტერს ბეილი სურს, მაგრამ…
“მანჩესტერ იუნაიტედი” მზად არის გარეთ ბეილის სანაცვლოდ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს 100 მილიონი გირვანქა გადაიხადოს. მაგრამ, მანამდე მანჩესტერელები თავად ფეხბურთელისგან ელიან გარკვეულ ინიციატივას.
ინტერი ტურეს 4 წლიანს უმზადებს
“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი, იაია ტურე, შესაძლოა “ინტერში” გადავიდეს. იტალირუი მხარე აფრიკელ მოთამაშეს 4 წლიან კონტრაქტს შესთავაზებს, თუმცა მანჩესტერულზე ნაკლები ანაზღაურებით.
ზიკოს ადრიანო ინდოეთში მიჰყავს
ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფორვარდი, ადრიანო, რომლსაც ფრანგულ “ჰავრში” ტრანსფერი ჩაეშალა, კარიერა, შესაძლოა, ინდურ “გოაში” გააგრძელოს. “ინტერის” ყოფილ მოთამაშეს ინდოეთში მისი თანამემამულე, ზიკო ეპატიჟემა, რომელიც “გოას” მთავარი მწვრთნელია.
რონალდინიო აშშ-ში გადასასვლელად მზად არის
მექსიკურ “კერეტაროში” მოთამაშე რონალდინიო, შესაძლოა, ამერიკულ მლს-ში გადაბარგდეს. ფეხბურთელის აგენტის თქმით კლუბის გამოცვლა წლის მეორე ნახევარშია მოსალოდნელია.
ბარსელონას რუნი და მატა შესთავაზეს
ხუან მატას და უეინ რუნის აგენტებმა საკუთარი კლიენტები “ბარსელონას” შესთავაზეს. ესპანური პრესაში გავრცელებული ინფორამციის თანახმად, კატალონიელები ამ წინადადებით სერიოზულად არც დაინტერესებულან.