დღის 5 სატრანსფერო ჭორი
გთავაზობთ დღის ყველაზე საინტერესო სატრანსფერო ამბებს.
ტოტენჰემი ჟონასზე ფიქრობს
ლონდონის “ტოტენჰემი” ბრაზილიელი ფორვარდის, ჟონასის გადაბირებას აპირებს. ფეხბურთელი გასულ სეზონში “ვალენსიას” ღირსებას იცავდა, ახალ კი თავისუფალი აგენტია.
პოგბა არსენლსაც სურს
ლონდონის “არსენალს” ტურინის “იუვენტუსიდან” პოლ პოგბას შეძენა სურს. გავრცელებული ინფორმაციით “მეთოფეები” იტალიელებს იანვარში 60 მილიონ ევროს და ლუკაშ პოდოლსკის შესთავაზებენ.
ფეინორდს კუიტის დაბრუნებას აპირებს
“ფეინორდს” დირკ კუიტის დაბრუნება სურს. ფეხბურთელი ამჟამად “ფენერბაჰჩეში” ასპარეზობს, თუმცა მიმდინარე სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი გახდება.
ევროპული გრანდები კრამერისთვის იბრძოლებენ
ახალგაზრდა გერმანელი ტალანტი კრისტოფ კრამერი ევროპული გრანდების ინტერესთა სფეროში მოხვდა. ფეხბურთელი “ნაპოლი”, “რეალის”, “მანჩესტერის”, “ატლეტიკოს” და “ლივერპულის” სამიზნეა.
ამჟამად კრამერი “გლადბახში თამაშობს, თუმცა სატრანსფერო უფლებები “ლევერკუზენს” ეკუთვნის.
ფენერბაჰჩეს ვან პერსი სურს
თურქული პრესის ცნობით “ფენერბაჰჩეს” “მანჩესტერ იუნაიტედიდან” რობინ ვან პერსის გადაბირება სურს. თურქები იმედოვნებენ, რომ ჰოლანდიელი მანჩესტერულ კლუბს შეტევაში არსებული დიდი კონკურენციის გამო დატოვებს.