დღის 5 სატრანსფერო ჭორი
Fanebi.com წარმოგიდგენთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.
ატლეტიკო მინეირო კასანოს გადაბირებას აპირებს
“ატლეტიკო მინეირო” გამოცდილი იტალიელი ფორვარდი, ანტონიო კასანოს გადაბირებას აპირებს. ბრაზილიური კლუბი ზამთირდან თავისუფალი აგენტის სტატუსით მყოფ ფეხბურთელს კონტრაქტსაც სთავაზობს, თუმცა თავად კასანო გადაწყვეტილებსი მირებას არ ჩქარობს.
ატლეტიკოს იგუაინი და კალიეხონი სურს
მადრიდის “ატლეტიკო” ზაფხულში “ნაპოლიდან” გონსალო იგუაინის და ხოსე კალიეხონის გადაბირებას აპირებს, რომლებიც ბოლო დროს ნეაპოლში დამაჯერებელი თამაშით ვერ გამოირჩევიან.
მანჩესტერი მიულერით ინტერესდება
“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელებს გუნდის გაძლიერება “ბაიერნის” ფორვარდით, თომას მიულერით სურთ. გერმანული მხარე კი მის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ითხოვს.
შტუტგარტი სემისთვის იბრძოლებს
“შტუტგარტი” ცოტა ხნის წინ “შალკედან” თავისუფალი აგენტის სტატუსით გაშვებულ სიდენი სემის გადაბირებას იმედოვნებს. მიმდინარე სეზონში მოთამაშის ანგარიშზე ბუნდესლიგის 11 შეხვედრაში გატანილი 1 გოლია.
ბორნმუთი ლამბერტს იწვევს
ჩემპიონშიპიდან პრმეიერლიგაში დაწინაურებული “ბორნმუთი” შემადგენლობის გაძლიერებაზე იწყებს ზრუნვას. კლუბის სამწვრთნელი შტაბის ინტერესთა სფეროში “ლივერპულის” ფორვარდი, რიკი ლამბერტი მოხვდა, რომელიც “წითლების” შემადგენლობაში შედეგიანობით ვერ გამოირჩევა და კლუბიდან წასვლას ფიქრობს.