დღის 5 სატრანსფერო ჭორი
Fanebi.com წარმოგიდგენთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამებს.
კასტრო დორტმუნდს უახლოვდება
“ლევერკუზენის” ნახევარმცველი, გონსალო კასტრო კარიერას დორტმუნდის “ბორუსიაში” გააგრძელებს. გავრცელებული ინფორმაციით კლუები 27 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე უკვე შეთანხმდნენ.
ხედირა იუვენტუსს მოუნდა
“რეალის” ნახევარმცველი სამი ხედირა ტურინის “იუვენტუსის” ინტერესთა სფეროში მოხვდა. ფეხბურთელის გადაბირება, რომელიც ზახულში თავისუფალი აგენტი გახდება, “შალკესაც” სურს.
სპორტინგი და ნაპოლი უვინიზე შეთანხმდნენ
ლისაბონის “სპორტინგი” “ნაპოლის” ბრუნო უვინის ტრანსფერის თაობაზე მოელაპარაკა. გავრცელებული ინფორმაციით, პორტუგალიელები მას იჯარის წესით, შემდეგ გამოსყიდვის უფლებით გაიფორმებენ.
ოტამენდი მანჩესტერში?
“ვალენსიას” მცველი, ნიკოლას ოტამენდი კარიერას “მანჩესტერ იუნაიტედში” გააგრძელებს. გავრცელებული ინფორმაციით მოთამაშემ ინგლისურ კლუბთან წინასწარი კონტრაქტიც გააფორმა.
ბენიტესი რეალს ჩაიბარებს
“ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი, რაფაელ ბენიტესი, შესაძლოა, ესპანეთში დაბრუნდეს და სათავეში მადრიდის “რეალს” ჩაუდგეს. ფლორენტინო პერესს მისი დანიშვნა 2009 წელსაც სურდა, მაგრამ მაშინ ბენიტესმა “ლივერპული” აირჩია.