დღის 5 სატრანსფერო ჭორი
გთავაზობთ დღის ყველა საინტერესო სატრანსფერო ამბებს.
20 მილიონი ვან პერსიში
მადრიდის “რეალი” რობინ ვან პერსის გადაბირებაზე ფიქრობს. უცხოური პრესის ცნობით “სამეფო კლუბი” მანჩესტერს 20 მილიონ ევროს შესთავაზებს.
ბორინის ინტერში დაბრუნდება?
“ლივერპულის” ფორვარდი ფაბიო ბორინი ზამთარში გუნდის გამოცვლას აპირებს. ბორინის არ სჯერა, რომ ინგლისურ კლბუში ფეხის მოკიდება შეუძლია და წინადადებას პირველ რიგში მილანის “ინტერისგან” ელის.
ჰუნტელაარს ინგლისში ელიან
“ტოტენჰემი”, “ლივერპული” და ლონდონის “არსენალი” “შალკედან” კლაას იან ჰუნტელაარის გადაბირებით არიან დაინტერესებულნი. ჰოლანდიელ გერმანულ კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.
ჟონასი ბენფიკას უახლოვდება
“ვალენსიას” ყოფილი ფორვარდი ჟონასი “ბენფიკაში” გადავა. გადაწყვეტილია, რომ ხვალ ფეხბურთელი ლისაბონში ჩავა პირადი კონტრაქტის შესათანხებლად.
სამპერმა არსენალს უარი უთხრა
ბარსელონას მეორე გუნდის ერთ-ერთმა გამორჩეულმა მოთამაშემ “არსენალში” გადასვლაზე უარი თქვა. ლონდონელები კატალონიურ კლუბს 12 მილიონ ევროს სთავაზობდნენ.