დღის 5 სატრანსფერო ჭორი
Fanebi.com წარმოგიდგენთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.
მილანი ვილაშ-ბოაშს არ მიიწვევს
“მილანის” ხელმძღვანელობა მთავარი მწვრთნელის პოსტზე ანდრე ვილაშ-ბოაშის მიწვევას არ აპირებს. გავრცელებული ინფორმაციით, იტალიური კლუბს “ზენიტისთვის” 4 მილიონის გადახდა არ სურს.
რეალმა ვარანი და ბეილი მანჩესტერში არ გაუშვა
“მანჩესტერ იუნაიტედს” “რეალის” ორი მოთამაშის, რაფაელ ვარანის და გარეტ ბეილის გადაბირების მცდელობა ჰქონდა, რომელიც უშედეგოდ დასრულდა. მანჩესტერელები ორ მოთამაშეში 110 მილიონს იხდიდნენ, თუმცა მადრიდელებისგან უარი მიიღეს.
ჩეხს არსენალში სურს
“ჩელსის” მეკარეს პეტრ ჩეხს კარიერის გაგრძელებს “არსენალში” სურს. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში “არისტოკრატების” პირველი ნომერი ტიბო კურტუა გახდა, რის გამოც გამოცდილმა ჩეხმა სასტარტოში ადგილი დაკარგა და წასვლას სწორედ ამის გამო გადაწყვიტა.
ემერი ნეაპოლში არ წავა
“სევილიას” დამრიგებელი უნაი ემერი კლუბის გამოცვლას არ აპირებს. შეგახსენებთ, ესპანელი მწრთნელის გადაბირებით “ნაპოლია” დაინტერესებული, რის გამოც კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ესპანეთშიც კი ჩავიდა, თუმცა როგორც ჩანს უშედეგოდ.
დუგლას კოსტა ბაიერნს უახლოვდება
“შახტარის” ნახევარმცველი, დუგლას კოსტა მიუნხენის “ბაიერნის” ინტერესთა სფეროში მოხვდა. ბრაზილიელის გადაბირებით “ჩელსიც” ინტერესდება.