დღის 5 სატრანსფერო ჭორი
Fanebi.com წარმოგიდგენთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.
ფალკაოსთვის ლივერპულიც იბრძოლებს
“ჩელსისთან” ერთად “მონაკოდან” რადამელ ფალკაოს გადასაბირებლად “ლივერპულიც” იბრძოლებს. აღსანიშანვია, რომ კოლუმბიელს მერსისაიდული კლუბის წინადადება უფრო ხიბლავს, ვინაიდან “ლივერპულში” მას ძირითადში თამაშის მეტი შანსი ექნება.
არსენალი ასამოას აკვირდება
“იუვენტუსის” ნახევარმცველი კვადვო ასამოა “არსენალის” ინტერესთა სფეროში მოხვდა. განელმა “მეთოფეების” ყურადღება თავისი უნივერსალურობით მიიპყრო. დასრულებული სეზონის დიდი ნაწილი ასამოამ ტრავმის გამო გამოტოვა.
ბაკა რომაში გადადის
“სევილიას” ფორვარდი კარლოს ბაკა მზად არის კარიერა “რომაში” გააგრძელოს. კოლუმბიელის აგენტმა აღნიშა, რომ მისი კლიენტი მზად არის იტალიური კლუბის წინადადება განიხილოს.
სიტი რეკორდულ ტრანსფერს ანხორციელებს
“მანჩესტერ სიტი” ტურინის “იუვენტუსს” პოლ პოგბას თაობაზე სარეკორდო წინადადებით მიმართავს. ინგლისური კლუბი მზად არის ფრანგში 120 მილიონი ევრო გადაიხადოს. თავად პოგბას კი ხელფასის სახით კვირაში 346 ათას გირვანქას შესთავაზებს.
ოსტინი ჩელსის უახლოვდება
ქპრ-ს ფორვარდი ჩარლი ოსტინი ლონდონის “ჩელსის” უახლოვდება. შეგახსენებთ, რომ მოთამაშის გუნდი დასრულებული სეზონის შედეგებით ჩემპიონშიპში გავარდა.