დღის 5 სატრანსფერო ჭორი
ტრადიციულად გთავაზობთ დღის გამორჩენულ სატრანსფერო ამბებს.
მატერაცი ინდოეთში წავიდა
იტალიის ნაკრების ყოფილი მოთამაშე მარკო მატერაცი ინდური “ჩენნაი ტიტანსის” მოთამაშე მწვრთნელი გახდა. კონტრაქტი ორწლიანია.
დე იონგს მანჩესტერში არ სურს
“მილანის” ნახევარმცველით ნაიჯელ დე იონგით “მანჩესტერ იუნაიტედი” ინტერესდება, თუმცა ჰოლანდიელ ფეხბურთელს იტალიაში სურს დარჩენა.
ინტერი ატალანტას ორ ფეხბურთელს აკვირდება
მილანის “ინტერის” ინტერესთა სფეროში “ატალანტას” ორი ფეხბურთელი, დავიდე ძაპაკოსტა და დანიელე ბაზელი მოხვდნენ. ფეხბურთელების გადაბირებას მილანელები ზამთარში აპირებენ.
ევერტონს კლევერლი სურს
“ევერტონს” “მანჩესტერ იუნაიტედის” საკუთრებში მყოფ ტომ კლევერლის გადაბირება სურს. ფეხბურთელი ამჟამად იჯარის წესით “ასტონ ვილას” ღირსებას იცავს.
გუდიონსენი და კოპენჰაგენი ვერ შეთანხმდნენ
დანიურმა “კოპენჰაგენმა” ეიდურ გუდიონსენის დამატება ვერ მოახერხა. ისლანდიელი ფეხბურთელი ამჟამად თავისუფალი აგენტია.