დღის 5 სატრანსფერო ჭორი
გთავაზობთ დღის ყველაზე საინტერესო სატრანსფერო ამბებს.
შალკე ჰუნტელაარს შეელევა
“შალკემ” კლას იან ჰუნტელაარი, შესაძლოა, ზამთარში გაასხვისოს. გერმანულ კლუბში მისი შენარჩუნება სურთ, თუმცა თუ ჰოლანდიელი კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, მას ტრანსფერზე დააყენებენ. ჰუნტელაარისადმი ინტერესს ინგლისური კლუბები იჩენენ.
მიულერმა მანჩესტერის ინტერესი დაადასტურა
“ბაიერნის” ფორვარდმა ტომას მიულერმა “მანჩესერ იუნაიტედის” ინტერესი დაადასტურა. ფეხბურთელის თქმით, ინგლისურ კლუბს მისი გადაბირება ზაფხულში სურდა, თუმცა მიულერმა გერმანიაში გადაწყვიტა დარჩენა.
50 მილიონი ვერატის სანაცვლოდ
პსჟ-ს ვერატის სანაცვლოდ ზაფხულში 50 მილიონ ევროს სთავაზობდნენ, თუმცა ფრანგებმა მოთამაშის შენარჩუნება გადაწყვიტეს. ფრანგულ პრესაში დაინტერესებული კლუბის სახელს არ აკონკრეტებენ. დიდი ალბათობით ეს “რეალი” ან “ბაიერნი” იყო.
ტოტენჰემი შნეიდერლინს ისევ აკვირდება
“ტოტენჰემი” ზამთარში “საუთჰემპტონიდან” მორგან შნეიდერლინის შეძენას კიდევ ერთხელ ეცდება. ლონდონურ კლუბში თამაშის სურვილზე ფეხბურთელიც საუბრობს.
ბრიუსი სტოკიდან არ წავა
“ჰალ სიტის” მწვრთნელი სტივ ბრიუსი “ნიუკასლში” გადასვლას გამორიცხავს. მიუხედავად ინგლისურ პრესაში გავრცელებული ხმებისა, ბრიუსი სამსახურის შეცვლას არ აპირებს.